სხვა

ცურვა

აკაკი ვაშაკიძემ ცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianaquaticsportsnationalfederation/

ქალაქ ბრესტში მიმდინარე ბელორუსის ღია ჩემპიონატი წარმატებულად დაიწყო ქართველი მოცურავეებისთვის.

რუსთაველმა აკაკი ვაშაკიძემ 50 მ გულაღმა 0:27.88 წამში გაცურა, საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა და გააუმჯობესა იმავე აუზზე მის მიერვე დამყარებული ძველი რეკორდი.

აკაკი აღნიშნულ ტურნირზე ასევე მოსინჯავს ძალებს 200 მ ბატერფლაისა და 400 მ თავისუფალ ყაიდაზე.