სხვა

ძალოსნობა

ქართველმა ძალოსნებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სადაც 20-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, ქართველმა ათლეტებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.

ირაკლი ჩხეიძემ
(105 კგ.) მწვრთნელების მიერ მიცემული ყველა დავალება ბრწყინვალედ შეასრულა. ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა 163, 168, 171 კგ. წარმატებით დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

ჩხეიძემ აკვრაშიც შესანიშნავად იასპარეზა. სპორტსმენმა სამიდან სამივე ცდა 201, 205, 211 წარმატებით დაძლია და აქაც ოქროს მედალს დაეუფლა. შესაბამისად მოგროვებული ქულებით 382 ორჭიდშიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატზე მონაწილე სამი ქართველი ძალოსნიდან ერთმა უკვე იზეიმა გამარჯვება. რევაზ
დავითაძემ
წლეულს მოპოვებულ ევროპის ჩემპიონის ტიტულს ახლა ახალგაზრდებში 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით მსოფლიოს ჩემპიონობა დაუმატა.

altძალოსანი რევაზ დავითაძე ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონია!