სხვა

ძალოსნობა

თურქმენეთის პრეზიდენტმა მოოქროვილი ძელი ასწია

AutoSharing Option
თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუხამედოვმა მათ ქვეყანაში ძალოსნობაში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის აღსანიშნავად მთავრობის სხდომაზე მოოქროვილი ძელი ასწია.

მთავრობა ტურნირის საორგანიზაციო საკითხებს განიხილავდა და მისი წევრები პრეზიდენტის მიერ ძელის აწევას მქუხარე აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას 7 ქართველი ძალოსანი მიიღებს. პირველი მათგანი ფიცარნაგზე 3 ნოემბერს გავა.