რევაზ დავითაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილზე რევაზ დავითაძე (89 კგ) გავიდა.

მან ატაცში 168 კგ, აკვრაში კი 194 კგ დასძლია, ორივე კატეგორიაში მე-4 ადგილზე გავიდა, სამაგიეროდ ორჭიდში გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

რევაზი რუს ჩემპიონს არტიომ ოკულოვს მხოლოდ 1 კგ-ით ჩამორჩა, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა ბელარუსმა  პაველ ხადასევიჩმა მასსავით 371 კგ მოაგროვა, მაგრამ იმით აჯობა, რომ შედეგი პირველმა დააფიქსირა.

დავითაძემ იუნიურთა შორის მსოფლიოს ორი რეკორდი დაამყარა.

ტურნირზე შოთა მიშველიძე და გოგა ჩხეიძე ორჭიდში
მე-7 ადგილებზე გავიდნენ.

თურქმენეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოვა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარია!
რეზო
07 ნოემბერი 2018 13:15
0
203 აწია, ისე ვერ გავიდოდა მე-3-ზე
gizo
07 ნოემბერი 2018 10:28
0
203 კგ აკრა. გაასწორეთ!
ზვიადი
07 ნოემბერი 2018 10:24
0
203 აწია აკვრაში
wkenti
07 ნოემბერი 2018 09:15
0
შენ გენაცვალე რეზი!!!
შალვა 73
07 ნოემბერი 2018 08:38
0

სიახლეები პოპულარული