ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ 2018 წლის მდიდარი მონაგარი შეაჯამა.

სარეკორდო რაოდენობა - 80-მდე მედალი!

ევროპის ჩემპიონი გუნდი!
მსოფლიო ჩემპიონი გუნდი ახალგაზრდებში!
მსოფლიოს მესამე პრიზიორი გუნდი!
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტული ლაშა ტალახაძემ მოიპოვა!
IWF-ის გადაწყვეტილებით დაჯილდოვების ცერემონიის გამართვის უფლება საქართველოს მიენიჭა. გალა-დაჯილდოება 7 მაისს რუსთაველის თეატრში გაიმართა.
პირველი მედალი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებიდან!
10 მსოფლიო რეკორდი!
ძალოსნობის ევროპის ფედერაციის კომისიამ ბათუმი-2019-ს მაღალი შეფასება მისცა!
8 ახალი დარბაზი საქართველოს სხვადასხვა რაიონში (საჩხერე, ოზურგეთი, შაშიანი, ჩხოროწყუ, ზერტი, ჭალადიდი, მუხური, დიდი ჭყონი)
ძალოსნების რიცხვი 700-მდე
გაიზარდა!
2018 წელს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი საერთაშორისო და ევროპის ფედერაციის აკრედიტირებული ექიმი გახდა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი კი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციაში შემავალი ქვეყნების კომიტეტის წევრი გახდა.
პირველ არხთან ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
ძალოსნობის ფედერაციას საქართველოს რკინიგზის სახით ახალი სპონსორი გამოუჩნდა.

ევროპის ჩემპიონატი:
ლაშა ტალახაძე - 3 ოქრო
ანასტასია გოტფრიდი - 3 ოქრო
შოთა მიშველიძე - 2 ოქრო 1 ვერცხლი
რეზი დავითაძე - 2 ოქრო 1 ვერცხლი
გოდერძი ბერდელიძე - ბრინჯაო
ირაკლი თურმანიძე - ვერცხლი
თათია ლოთქიფანიძე - ბრინჯაო
სულ 16 მედალი: 10 ოქრო 3 ვერცხლი 2 ბრინჯაო
გუნდური პირველი ადგილი

მსოფლიო ჩემპიონატი იუნორები

რევაზ დავითაძე - 2 ოქრო 1 ვერცხლი
ირაკლი ჩხეიძე - 3 ოქრო
სულ 6 მედალი: 5 ოქრო 1 ვერცხლი.
მსოფლიო ჩემპიონი გუნდი მედლების ჩათვლის მხრივ.

ჭაბუკები - ევროპის ჩემპიონატი

არჩილ მალაყმაძე - 1 ოქრო 2 ვერცხლი
ლომია თებიძე - 3 ვერცხლი
ლომთაძე ზაზა - 1 ვერცხლი 2 ბრინჯაო
ტაბატაძე თორნიკე - 2 ბრინჯაო
ასანიძე საბა - 2 ბრინჯაო
კაკაბაძე ედუარდი - 2 ბრინჯაო
სულ 15 მედალი: 1 ოქრო, 6 ვერცხლი, 8 ბრინჯაო.
გუნდური პირველი ადგილი

ახალაგზრდული ოლიმპიური თამაშები

მალაყმაძე არჩილი - 1 ვერცხლი

იუნიორები 20 წლამდე - ევროპა
რევაზ დავითაძე - 2 ოქრო 1 ვერცხლი
ირაკლი ჩხეიძე - 3 ოქრო
23 წლამდე
გოდერძი ბერდელიძე - 1 ვერცხლი
გოგა ჩხეიძე - 2 ოქრო 1 ვერცხლი
ანტონ პლესნოი - 1 ოქრო 1 ვერცხლი
დათო ხეცურიანი - 1 ოქრო 2 ვერცხლი
გიორგი ჩხეიძე - 3 ვერცხლი
ბაქარ თურმანიძე - 2 ბრინჯაო
ანასტასია გოტფრიდი - 1 ვერცხლი 2 ბრინჯაო
სულ 23 მედალი: 9 ოქრო, 10 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
გუნდური მეორე ადგილი ახალგაზრდებში მედლების ჩათვლის მხრივ.

ირანის საერთაშორისო ტურნირი

ირაკლი ჩხეიძე - 3 ოქრო
გოგა ჩხეიძე- 3 ოქრო
სულ 6 ოქროს მედალი

სერბეთის საერთაშორისო ტურნირი
ნოდარ კაკაბაძე - 1 ოქრო
ირაკლი გაბრიჭიძე 1 ოქრო
სულ 2 ოქრო

აშხაბადი - მსოფლიო ჩემპიონატი
რევაზ დავითაძე - 1 ბრინჯაო
ირაკლი თურმანიძე 1 ბრინჯაო
ლაშა ტალახაძე - 3 ოქრო
სულ 3 ოქრო 2 ბრინჯაო
გუნდური მე-3 ადგილი


მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არის სწორად წარმართული მუშაობის შედეგი, რაშიც უდიდესი ღვაწლი კახიაშვილისა და ასანიძის დუეტს აქვს. სულ გამარჯვებებით გევლოთ ჩვენი გულების გასახარად.
emigranti
21 დეკემბერი 2018 22:10
0
ძალიან სასიხარულო ფაქტია. ეს აჩვენებს რომ თუ საქმეს ყაირათიანად მიუდგება ქართველ კაცს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, სულ მცირე არავისზე ნაკლები!
გიორგი
21 დეკემბერი 2018 12:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული