მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

AutoSharing Option
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ლაშა ტალახაძეც იღებს.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ხმის მიცემის ინსტრუქციას Facebook-გვერდზე ავრცელებს:

"გამოკითხვაში ნომინანტთა შორის კვლავ იმყოფება პლანეტის უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე!

იმისათვის, რომ ლაშა ტალახაძემ გაიმარჯვოს, საჭიროა თითოეული თქვენგანის აქტივობა.

ქვემოთ მითითებულ ლინკზე მიჰყევით ინსტრუქციას.

1. მონიშნეთ ლაშა ტალახაძე!
2. მონიშნეთ ერთი ნებისმიერი ქალი ძალოსანი!
3. მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი!
4. მიუთითეთ ქვეყანა!
5. მიუთითეთ ელექტრონული ფოსტის მისამართი!
6. ჩაწერეთ ველში ნაჩვენები პაროლი!
7.
დააწკაპუნეთ ღილაკზე VOTE!

მხოლოდ ის ხმა მიიღება, სადაც ყველა ველი იქნება შევსებული".

გასული წლის ანალოგიურ გამოკითხვაში გამარჯვებული სწორედ ლაშა ტალახაძე გახდა. ხმის მიცემა 31 იანვარს შეწყდება.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

altწლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები

altლაშა ტალახაძე: პირობას ვდებ, რომ გაისადაც არაერთხელ გავახარებ გულშემატკივარს

მკითხველის კომენტარები / 2 /
#ენბიეივოუთლაშატალახაძე
ემიგრანტი
10 იანვარი 2019 15:59
0
ეს ის შემთხვევაა, რომ გამოკითხვის ჩატარება საჭირო არაა, ისედაც ნათელია თუ ვინაა საუკეთესო
llcl
10 იანვარი 2019 13:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული