სხვა

ძალოსნობა

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება

AutoSharing Option
6 აპრილს ბათუმში ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში ოფიციალურად გაიხსნება.

ტურნირს ბათუმის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. შეჯიბრი 6 დან 13 აპრილის ჩათვლით გაიმართება, მასში მონაწილეობას 400-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება.

დღეს 2 აპრილს ბათუმს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის დირექტორი დევიდ გოლსტრომი ეწვივნენ.

რამდენიმე დღის წინ კი, ბათუმს პოლონეთის, უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრებებიციც ესტუმრნენ, ახალი სპორტის სასახლე მოინახულეს და მსუბუქად ივარჯიშეს.

Sportall.Ge

27 მარტს, ბათუმში აღნიშნულ ღონისძების სამზადისის ფარგლებში
ჩასული იყვნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე და განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.
პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში კიდევ ერთი შესაძლებლობა არის ქვეყნის პოპულარიზაციისათვის და გასცა განკარგულება, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ბათუმში ჩატანილი ინვენტარი ძალოსნობის ფედერაციას დარჩება.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 6 აპრილს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

ძალოსანთა სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატზე დამსწრეთა მსურველებს ბილეთების შეძენა TKT.GE-ზე შეუძლიათ, ხოლო პირდაპირი რეპორტაჟების ხილვას "პირველ არხზე" შეძლებთ.

ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონისთვის შექმნილი მედალი ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

ფოტოები: საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის "ფეისბუქ გვერდი"
მომზადებულია საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ფედერაციის მიხედვით

altლაშა ტალახაძე: პირობას ვდებ, რომ გაისადაც არაერთხელ გავახარებ გულშემატკივარს