გოგა ჩხეიძის ორი მედალი და სამი რეკორდი ბათუმის ევროპირველობიდან

AutoSharing Option
8 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძემ აკვრაში ვერცხლის, ხოლო ორჭიდში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ამას გარდა, 23-წლამდელთა შორის ევროპის 3 რეკორდი დაამყარა.

22 წლის ჩხეიძემ ატაცში 139 კგ დასძლია, პირველი რეკორდი დაამყარა და ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილზე გავიდა.

აკვრაში გოგამ 169 კგ დასძლია და როგორც აკვრაში, ასევე ორჭიდის ჯამში რეკორდი (308 კგ) დაამყარა. მან აკვრაში ვერცხლის, ორჭიდში კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ორჭიდის ჯამში ჩემპიონი ფრანგი ბერნადემ მატამი გახდა (312 კგ ასწია), მეორე ადგილზე კი
გერმანელი სიმონ ბრანდჰუბერი გავიდა (311 კგ).

ხვალ ტურნირზე არჩილ მალაყმაძე (73 კგ) და მაკა ვეფხვაძე (64 კგ) იასპარეზებენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ. კარგი შედეგია, მით უფრო ახალგაზრდისთვის.
გიორგი
09 აპრილი 2019 13:08
0

სიახლეები პოპულარული