სხვა

ძალოსნობა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს

AutoSharing Option
ფოტო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესახებ "პირველ არხთან" ისაუბრა.

ურსო კმაყოფილია ტურნირის მიმდინარეობით და გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს.

"შეჯიბრი ძალიან კარგად მიმდინარეობს, ფანტასტიკურად. მინდა აღვნიშნო, რომ შეჯიბრის ორგანიზება საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ შესანიშნავად მოახერხა. სწორედ ასე მესახება სამომავლო ძალოსნობის შეჯიბრებები.

მადლობას ვუხდი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ კახი კახიაშვილს. მან ფანტასტიკურად იმუშავა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ჩაატაროს ნებისმიერი სირთულის ტურნირი. მე ვისურვებდი, რომ მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში ჩატარებულიყო და
იმედი მაქვს, მომავალში ასეც იქნება"- აღნიშნა ანტონიო ურსომ.