სხვა

ძალოსნობა

ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: 17 წლის ქართველმა ძალოსანმა მე-4 ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/GEOWF

9 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, 17 წლის ქართველმა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ ექვსიდან ხუთი ცდა გამოიყენა.

73 კილოგრამ წონითი კატეგორიის B ჯგუფში მალაყმაძემ ატაცში 133, 138 და 141 კგ დაძლია და საუკეთესო შედეგი აჩვენა.

მეორე დისციპლინაში კი 5 მონაწილეს შორის მეორე შედეგი ჰქონდა. მან პირველ მისვლაზე 160 კილოგრამი აკრა, მეორე მისვლაზე 167 კილოგრამს გაუმკლავდა, მესამე ცდაზე კი 171 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო და ჯამურად 308 კილოგრამით B ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ მთლიან დისციპლინაში ის მეოთხე ადგილზე
გავიდა, გამარჯვებული კი რუმინელი პაულ დიმიტრასკუ გახდა, რომელმაც არჩილზე 1 კილოგრამით მეტი - 309 აჰკრა.

რაც შეეხება ქალ სპორტსმენებს - 64 კილოგრამ წონითი კატეგორიის C ჯგუფში 19 წლის მაკა ვეფხვაძემ ექვსივე ცდა გამოიყენა და მეხუთე პოზიცია დაიკავა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში სულ 166 კილოგრამი დააგროვა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენები ფიცარნაგზე სპეციალური სამკლავურით ავიდნენ, რომელიც 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად, ნაკრების ყველა წევრსა და ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს ეკეთათ.

ასევე დაგაინტერესებთ