სხვა

ძალოსნობა

ლომია თებიძე ორჭიდის ჯამში ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
10 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 81 კოლოგრამ წონით კატეგორიაში ლომია თებიძე ორჭიდის ჯამში ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა.

თებიძემ ატაცში 137 კილოგრამი დაძლია და C ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ასევე მესამე იყო აკვრაში (170 კგ).

ჯამში დაგროვილი 307 კილოგრამით ის ორჭიდში მეორე ადგილზე გავიდა.

ორივე დისციპლინასა და ორჭიდში ირლანდიელმა შონ ბრაუნმა გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ჯერ 3 მედალი მოიპოვა: ოქრო - შოთა მიშველიძემ და ვერცხლი და ბრინჯაო - გოგა ჩხეიძემ.