სხვა

ძალოსნობა

ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: რევაზ დავითაძის ოქრო, ორი ვერცხლი და რეკორდი

AutoSharing Option
11 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 89 წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა 20 წლის რევაზ დავითაძემ.

დავითაძემ ატაცში 170 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა.

რევაზმა აკვრაში 200 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამას გარდა, მან ორჭიდის ჯამში 370 კილოგრამი მოაგროვა და ვერცხლის კიდევ ერთი მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, 2018 წელს დავითაძე ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობაზე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები სომეხმა ჰაკობ მკრტიჩიანმა მოიპოვა.

1. ჰაკობ მკრტჩიანი (სომხეთი)        
- 371 (164+207)
2. რევაზ დავითაძე (საქართველო)  - 370 (170+200)
3. დავით ჰოვანესიანი (სომხეთი)     - 360 (165+195).

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე უკვე 6 მედალი მოიპოვა - აქამდე ოქროს მედლის მფლობელი შოთა მიშველიძე (61 კგ) გახდა, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოსი - გოგა ჩხეიძე (67 კგ).

12 აპრილს საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე ანტონ პლესნოი (96 კგ) გავა.