სხვა

ძალოსნობა

ქობულეთში მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დააჯილდოების ცერემონია გაიმართება

AutoSharing Option
ქობულეთში დღეს მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნებს დააჯილდოებენ. ღონისძიებას, რომელსაც სასტუმრო "ჯორჯია პალასი" მასპინძლობს, საქართველოს მთავრობის წევრები, სპორტის მესვეურები, საერთაშორისო და ევროპის ძალოსნობის ფედერაციების ხელმძღვანელები და ქართველი ძალოსნები დაესწრებიან.

გალა-დაჯილდოების სამზადისი უკვე მიმდინარეობს. აჭარაში იმყოფებიან საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები.

საზეიმო ღონისძიება, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ზაალ ჩიქობავაა, 18:30 საათიდან პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიის გამართვის უფლება საქართველომ მეორედ მოიპოვა. ასევე მეორედ მოიპოვა პლანეტის უძლიერესის სტატუსი ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ.

მომზადებულია facebook.com/GEOWF/-ის მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ