ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს

AutoSharing Option
ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. სპორტსმენი ბათუმის მერიაში მიიწვიეს. მას ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე შეხვდა. შეკრებილებმა ჩემპიონის მიღწევებზე ისაუბრეს.

ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ძალოსანთა ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძის მიღწევებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ძალიან მიხარია, რომ ჩემს მიღწევებს აფასებენ. ბათუმის მერიამ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭა. ეს ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, იგი ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული სპორტსმენია. ვიმედოვნებ, რომ ირაკლი თურმანიძესაც მიანიჭებენ მსგავს სტატუსს", - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ მსოფლიო
ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს საქართველოს მსოფლიო ასპარეზზე წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

"მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ადამიანს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. მას ეს ტიტული ქალაქ ბათუმის მერიის ბრძანებით მიენიჭა. ამ ჯილდოს შესაბამისი კომისია აწესებს და მე მოხარული ვარ, რომ ლაშა ტალახაძეს გადაეცა", - აღნიშნა თენგიზ პეტრიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს ბათუმის მერიაში აღნიშნულ ღონისძიებაზე ძალოსანი ირაკლი თურმანიძე, ბათუმის ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ ასე უპასუხა:

"ირაკლი თურმანიძე საამაყო თანაქალაქელი და ღირსეული სპორტსმენია. ქალაქ ბათუმის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა სპორტსმენის ღირსეულად დაფასება მოხდეს. მართლა ვეთაყვანები ირაკლის თავისი სპორტსმენობითა და ადამიანობით", - განაცხადა თენგიზ პეტრიძემ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ალბათ ფაცი-ფუცში გამორჩად!
კახა
20:51 25-11-2021
0
უდიდესი შეცდომა, შეცდომაც კი არ ქვია ამას. ირაკლის რათქმაუნდა ჩვენს გულებში აქვს საპატიო ბათუმელის წოდება და არა მარტო ბათუმელის ისევე როგორც ლაშას. მაგრამ ესეთი იდიოტობა არ უნდა დამართნოდა მერიას.
nnnnn
19:31 21-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული