ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, დარბაზში მოსულმა გულშემატკივარმა რეკორდი იხილა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თბილისურ ფიცარნაგზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე 3 წლის წინ სწორედ დღევანდელი დღეს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ძალოსანმა ეს დღე კიდევ ერთი რეკორდით გაალამაზა.

გაგაცობთ ჩემპიონ პრიზიორებს წონითი კატეგორიების მიხედვით:

109 კგ.
აკაკი
ტალახაძე (საჩხერე) – 147. 184. 331
მირზა დავითაძე (აჭარა) – 117. 145. 262
ვანო ქაზუმაშვილი (დუშეთი) – 110. 153. 255

+109 კგ.
ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - 219. 255. 474
ბაქარ თურმანიძე (აჭარა) – 175. 202. 377
თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) – 165. 180. 345

96 კგ.
ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) – 145. 178. 323
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) – 143. 175. 318
საბა ანთაური (თბილისი) – 123. 160. 283

102 კგ.
ანტონ პლესნოი (თბილისი) 181. 212. 393
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 135. 160. 295
ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) – 124 . 155. 279

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის  "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 13 /
კაცი ლეგენდა
irakli
10:35 18-08-2019
0
ნუ ეტყვით გვარამიას, მისი გაჭირვებაც ეყოფა...
მ. ტ.
13:48 18-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული