ანტონ პლესნოიმ საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოუტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 სექტემბერს საქართველოს ნაკრების ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (96) ტაილანდში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ატაცში ოქროსა და ბრინჯაოს მედლები მოიგო.

პლესნოიმ ატაცში პირველ ცდაზე 172 კილოგრამი ასწია, მეორე ცდაზე უკვე 177-ს მოერია, ხოლო მესამე ცდაზე 181 კილოგრამი დაძლია, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

ასევე პლესნოი მედლის მოპოვება აკვრაშის შეძლო, მან სამივე მისვლა (203 / 209 / 213) გამოიყენა და მეოთხე ადგილზე გავიდა, ორჭიდის ჯამში კი 394 კილოგრამით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო

ეს საქართველოს რიგით მეორე ოქროა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 23 სექტემბერს ოქროს მედალი
ატაცში რევაზ დავითაძემ (87) მოიგო, ხოლო ორჭიდში - ბრინჯაოს მედალი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბრავო ანტონ!!!...მომავალში კვლავ გაგეხარებინოს ქართველთა გულები!!!...
არტაგი
24 სექტემბერი 2019 23:23
1
პლესნოის დიდი მომავალი აქვს, მას ტოკიშიდაც შეუძლია მედლის მოპოვება თუ აკვრაშო მოუმატებს, მადლობა მას და მის აქ ჩამომყვანს. ვულოცავ ყველას მის გამარჯვებას ვინც მის გვერდში იყო.
ჟორა გაბრიჭიძე
24 სექტემბერი 2019 22:41
1
გილოცავთ სუყველას! წარმატებები ჩვენს სპორცმენებს!
gurami
24 სექტემბერი 2019 20:33
1
დიადი ანტონ პლესნოი! გაიხარე!
gagi
24 სექტემბერი 2019 20:24
4

სიახლეები პოპულარული