საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ ბელორუსში მიმდინარე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე სამივე დისციპლინაში გამარჯვება იზეიმა.
მიშველიძემ ატაცში 118/123 კგ დაძლია, აკვრაში 137/143 კილოგრამს გაუმკლავდა, ორჭიდის ჯამში კი თავი 266 კილოგრამს მოუყარა და 3 ოქროს მედალიც დაიმსახურა.
გამარჯვებასთან ერთად შოთა მიშველიძემ საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც მიამატა.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით