გურამ ვეკუამ ევროპირველობაზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
გურამ ვეკუამ (96 კგ) ატაცში ევროპის ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა და ევროპის რეკორდებიც დაამყარა!

ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ჭაბუკ (15 წლამდე) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ ატაცში 118/122/126 კილოგრამი დაძლია და გამარჯვება მოიპოვა. ძალოსანმა მეორე მისვლაზე საქართველოს რეკორდი 2, ხოლო ევროპის სარეკორდო ზღვარი 1 კილოგრამით გაზარდა, მესამე მისვლაზე კი ვეკუამ ევროპის რეკორდი მთელი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

გურამ ვეკუა აკვრაშიც საუკეთესო იყო. ძალოსანმა 144/148/151 დაძლია და აქაც ოქროს მედალი დაისაკუთრა! ძალოსანმა ყველა მისვლაზე ევროპის რეკორდი დაამყარა და ორჭიდის ჯამში მოგროვებული
277 კილოგრამითაც ოქროსმედალოსანი გახდა, რაც ასევე ევროპის რეკორდს უდრიდა!

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ გურამ.გილოცავ ამ გამარჯვებას და უფრო მეტსაც ველით.ადმინ,ტექსტში შეცდომა გაგეპარათ.პირველ სტრიქონში გიწერიათ ატაცშიო,ძალოსნობის ნაცვლად.კარგი იქნება თუ შეასწორებთ.
სოსო
10:41 13-12-2019
0
Patara talaxadze
Nino
09:49 13-12-2019
0

სიახლეები პოპულარული