9 აპრილს საქართველოს დროშა და ჰიმნი მოსკოვში - პლესნოის ტრიუმფი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 24 წლის უკრაინელმა წევრმა ანტონ პლესნოიმ (96 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა!

პლესნოიმ ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, ასევე საუკეთესო იყო აკვრაშიც 207/213 და აქაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

პლესნოის ორჭიდში 393 დაგროვებულმა კილოგრამმა კი მესამე ოქრომდე და საქართველოს ჰიმნამდე მიიყვანა. მან მეორე ადგილზე გასულ მეტოქეს 19 კგ-ით აჯობა.

"საქართველოს ეკუთვნის ეს ოქრო, თავისუფლებას გაუმარჯოს და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ყველამ ერთად, ჯობია", - განაცხადა საქართველოს
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ.

მიმდინარე ტურნირზე რევაზ დავითაძე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალს დაეუფლა, შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლის, გოგა ჩხეიძემ კი მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Magari kaci xar
T
10 აპრილი 2021 13:20
0
ანტონ, გილოცავ ჩემპიონობას, შენ გამარჯვებას ვულოცავ სრულიად საქართველოს და ძალოსნობის ფედერაციას, შენი შემჩნევისა და გაჩემპიონებისათვის.ასე ვთქვათ ჩვენ ერთმანეთი განვადიდეთ. ვულოცავ უკრაინას ასეთი ბრილიანტის აღმოჩენისათვის და მადლობა იმ ბედოვლათობისათვის, რომელიც მათ, შენს მიმართ გამოიჩინეს.
ჟორა გაბრიჭიძე
10 აპრილი 2021 13:05
0
აი ეს ბიჭია ნამდვილი ქართველი და ნამდვილი უკრაინელი. უკრაინელებო გვიყვარხართ.
t
10 აპრილი 2021 01:39
1
საამაყო კაცი! უკეთესი რა უნდა ინატრო 9 აპრილს...
Irakli Apkhaidze
10 აპრილი 2021 01:09
0
ყოჩაღ. ძალიან სასიხარულოა..
ვულოცავ და მომავალშიც დიდი წარმატებებს ვუსურვებ
giabar
10 აპრილი 2021 00:58
1
ყოჩაღ, 9 აპრილს, მოსკოვში საქართველოს ჰიმნის აჟღერებას და ხუთჯვრიანი დროშის აწევას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, დიდი მადლობა ამ სიამაყისთვის, სულ გამარჯვებული გევლოს.
გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს!
Хай живе Україна, хай живе Грузія!
გიორგი
10 აპრილი 2021 00:50
0
შავდათუაშვილის მოგება გამახსენდა იარცევზე 8 აგვისტოს რო დადო ბეჭებზე. რთულია სიტყვებით ახსნა თუ როგორი სიმბოლურია როცა მოსკოვში 9 აპრილს საქართველოს ჰიმნი ისმის და თან გვერძე ბელარუსი და სომეხი სპორცმენები დგანან. ბრავო!!
Ies
10 აპრილი 2021 00:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული