ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა და მეექვსედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, რომელმაც ტრავმირებულმა იასპარეზა, ოქროს მედალი სამივე დისციპლინაში მოიპოვა: ატაცში 208/215 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც და ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ამას გარდა, მან პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულებიც მოიპოვა. ის ევროპის ექვგზის და ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონია.

გუშინ 109 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ორი ვეცხლის მედალი
გიორგი ჩხეიძემ მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მსოფლიო ლეგენდაა, 6 გზის მსოფლიოს და ევროპის და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, საინტერესოა სტატისტიკის ნახვა ვინმეს თუ აქვს ამდენი ტიტული მოპოვებული სპორტის სახეობებში
მამუკა
17 დეკემბერი 2022 17:40
2
რამდენიც გინდა, სხვაგან რომ არ წავიდეთ კახი კახიაშვილია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბერძენი პიროს დიმასი 4 გზისაა, ირანელია კიდევ სამგზის თუ ოთხგზის, საბჭოელია კიდე ერთი ბელარუსი.
რრრ
17 დეკემბერი 2022 19:10
1
ბრავო! უდიდესი წარმატებები ჩვენს გოლიათს მომავალშიც!
ვახო...
17 დეკემბერი 2022 17:27
0
ლაშა რომ არ იყოს,ამის მყურებელი არა ვარ რა
კახა ქ.
17 დეკემბერი 2022 17:10
2
ვინ გეხვეწებათ გული დაუდეთო ?
"ლიჟბი" რეიკას
17 დეკემბერი 2022 16:11
0
არაა სავალდებულო, ყველა ევროპაზე და თუნდაც მსოფლიოზე გამოვიდეს ლაშა, მთავარია 2024-ის ოლიმპადისთვის იყოს სრულ მზადყოფნაში.
ეეე
17 დეკემბერი 2022 15:23
2
გაუმარჯოს ქართველი კაცის სიამაყეს, დიდი მადლობა საქართველოს გახარებისათვის. თანაც უძნელეს პირობებში,შეგახსენებთ ბოგოტა მდებარეობს ზღვის დონიდან 2600 მეტრის სიმაღლეზე.
ზურაბ
17 დეკემბერი 2022 15:13
2
ასეთი სპორტები რატო აგვაღფრთოვანებს ? კაციშვილს არ აინტერესებს. სუმოსი არ იყოს. რა ამბავი იყო სუმოზე ატეხილი და ახლა არავინ უყურებს. ლიჟბი ქართველმა მოიგოს სპორტს ვერ დავუდე გული და რა ვქნა.
რეიკი
17 დეკემბერი 2022 11:39
53
Genacvale
Levani
17 დეკემბერი 2022 10:54
0
წარმატებები ჩვენს გოლიათს. ბედნიერი და ამაყია ჩვენი ერი, რადგან ლაშასნაირი სპორტსმენი და პიროვნება გვყავს.
თენგაბი
17 დეკემბერი 2022 10:31
0
ვულოცავ ლაშას და საქართველოს... პირდაპირ ეთერში ვუყურე...და ძალიან ვინერვიულეთ ყველამ... მოკლედ, ბეწვის ხიდზე გავიარეთ... ლაშას მოწინააღმდეგეებს ზალიან მოუმატიათ, რასაც ლაშაზე ვერ ვიტყვით... დასკვნები შტაბმა გააკეთოს... ბოდიშით, ,,ჯიგარი'' მალაპარაკეეებს....
გიორგი-50
17 დეკემბერი 2022 10:13
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული