ლაშა ტალახაძე ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს

AutoSharing Option
რამდენიმე წუთში ბულგარეთის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაში მძიმეწონოსნები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს ნაკრებიდან 2 ძალოსანია წარდგენილი.

+109 კგ. წონითი კატეგორიის განაცხადში ლაშა ტალახაძე და ბაქარ თურმანიძე არიან, თუმცა შეჯიბრებაზე მხოლოდ ბაქარი გამოვა.

ძალოსნობის გულშემატკივარი მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობას ელის, თუმცა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ლაშა მიმდინარე ჩემპიონატს გამოტოვებს.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ განაცხადა, ლაშა ტალახაძე რეაბილიტაციას გადის და ამ ეტაპზე, ოლიმპიადისთვის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, ლაშას ასპარეზობა გამოირიცხა.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატი არის პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო და
რეგლამენტის თანახმად აუცილებელია სპორტსმენის აწონვა და სტარტზე გამოცხადება. ლაშა ტალახაძემ სწორედ ეს წესი დაიცვა. 

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მკითხველის კომენტარები / 9 /
მერე ეგ თავიდანვე გეთქვათ, თუ აქამდე სომხებს ევაჭრებოდით
3
ხარობს მთელი ჰაიასტანი
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული