საქართველოს ხმლით მოფარიკავე ვაჟთა ნაკრები პოლონეთში მსოფლიო თასზე გაემგზავრა

AutoSharing Option
1-3 თებერვალს, პოლონეთის დედაქალაქი ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასს, "SABRE DE WOLODYJOWSKI"-ს უმასპინძლებს.

აღნიშნული შეჯიბრი წელს პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრია საქართველოს ხმლით მოასპარეზე ვაჟთა ნაკრებისათვის, რომლისთვისაც 2019 წელი უმნიშვნელოვანესია.

სწორედ წელს მოპოვებული სარეიტინგო ქულები მეტწილად გადაწყვეტს ხმლით მოფარიკავეთა მთავარი მიზნის, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების საკითხს.

საქართველოს ნაკრები ვარშავაში დღეს გაემგზავრა - სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიშა მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია და საბა სულამანიძე ინდივიდუალურ შეჯიბრში 1-ელ და 2 თებერვალს იასპარეზებენ. 3 თებერვალს კი საქართველოს
ნაკრები გუნდურ შეჯიბრში გამოვა.

ვარშავაში საქართველოს ნაკრები ახალი სპორტული ფორმით გაემგზავრა, რომელიც "ოლიმპიური გუნდისთვის" პირადად ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მერაბ ბაზაძემ შეიძინა.

altსაქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ საუკეთესოები გამოარჩია


მომზადებულია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული