ხმლიათ მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე გიორგი მერკვილაძე მეშვიდე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
რუმინეთის დედაქალაქში კადეტთა შორის ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასზე CUPA RIPOSTA მეოთხედფინალში დაასრულა გამოსვლა და საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა გიორგი მერკვილაძე.

გიორგიმ მეოთხედფინალში ესპანელ პაბლო გონსალეს დიასთან 10-15 წააგო.

დღეს, 3 თებერვალს ბუქარესტში გოგონათა შეჯიბრი მიმდინარეობს, რომელშიც თამარ ჩარკვიანი იღებს მონაწილეობას, ქართველმა მოფარიკავემ 6-დან 5 შეხვედრა მოიგო და შემდეგ ეტაპზე მასპინძელ როზმარი ბენჩიუს დაუპირისპირდება.

რუმინეთში მიმდინარე შეჯიბრს, ქართველი მსაჯი ლაშა ლოლუა ემსახურება.

მომზადებულია საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული