სანდრო ბაზაძე ტოკიო 2020-ს მიუახლოვდა

AutoSharing Option
კანადის გრან-პრის შემდეგ, კაცთა შორის ხმალში, ტოკიო 2020-ის რეიტინგი განახლდა.

ევროპის ზონიდან ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრ პირველ ორ ადგილს ფრანგი ბოლად აპიტი და სანდრო ბაზაძე ინარჩუნებენ.

მონრეალის გრან-პრის შემდეგ მათი უპირატესობა უახლოეს მდევრებთან კიდევ უფრო გაიზარდა და კონკურენტებისათვის, ფაქტობრივად, ხელმიუწვდომლები არიან.

ბოლად აპიტი (საფრანგეთი) - 162 ქ. სანდრო ბაზაძე (საქართველო) - 117 ქ. ...ტიბერიუ დოლნიჩეანუ (რუმინეთი) - 41 ქ. ფარიკაობაში ტოკიო 2020-ის მონაწილეთა საბოლოო სია აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება.

მანამდე ხმლით მოფარიკავე კაცებს სამი მსოფლიო თასი (21/22.02 - ვარშავა, 6/7.03 - პადოვა,
20/21.03. - ბუდაპეშტი) დარჩათ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული