სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის ბრინჯაოსმედალოსანია

AutoSharing Option
ბუდაპეშტში მიმდინარეობს მოხმალავეთა პირად-გუნდური მსოფლიოს თასი, სადაც სანდრო ბაზაძემ წარმატებით იასპარეზა და ერთწლინი პაუზის შემდეგ პირველივე პრესტიჟულ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

რეიტინგით მე-7 ადგილზე მყოფმა ბაზაძემ პოლონელ მათეუშ კნეზს (15:8), რუსებს - ანატოლი კოსტენკოს (15:10) და ვენიამინ რეშეტნიკოვს (15:14) და იტალიელ ენრიკო ბერეს (15:2) სძლია, ნახევარფინალი კი უნგრელ არონ სზილაგისთან წააგო (6:15).

14 მარტს, თასის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრი ჩატარდება. ქალთა ნაკრები, საქართველოს დროით 12:00 საათზე T32-ში ჩინეთს შეხვდება. ამავე ეტაპის შეხვედრას კაცთა ნაკრები, 17:00 საათზე ვენესუელასთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული