ბაზაძე: არაკომპეტენტური მსაჯებისთვის პასუხის გასაცემად ყველაფერს გავაკეთებ

AutoSharing Option
ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა შეაფასა.

"ოლიმპიადაზე გამოსვლა ჩემთვის სამწუხაროდ დამთავრდა. არა და ამ ოლიმპიური თამაშებისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვიყავი. შარშან შეჯიბრების გადადების მიუხედავად ვარჯიშს ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი და გამოსვლის დღეს კარგ ფორმაში შევხვდი. ჩემი აზრით, ოქროს მედლის მოპოვება შემეძლო.

სამწუხაროდ, დაუფასებლობისა და არაკომპეტენტური მსაჯობის გამო ნახევარფინალში დავმარცხდი. თუმცა საკუთარ თავს წაგებულად არ მივიჩნევ, რადგან არასწორი გადაწყვეტილება იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავასაჩივრო და არაკომპეტენტურ მსაჯებს პასუხი გავცე.

გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, როცა შეგიძლია ოქროს მედალი მოიგო, თუმცა
ფარხმალის დაყრას არ ვაპირებ და მომავალ ოლიმპიადაზე საკუთარი თავის უმაღლეს პოზიციაზე წარმოჩენას ვეცდები.

წარმატებები მინდა ვუსურვო ქართველს სპორტსმენებს. ისინი საამაყო ხალხია და საკუთარი ქვეყნის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენას ცდილობენ. ძალიან მინდა სამშობლოში ბევრი მედლით დავბრუნდეთ,"- თქვა სანდრო ბაზაძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორ ყველა ჩვენ გვჩაგრავს?! ძალიან გულდასაწყვეტია, მაგარ ფორმაში იყო და მაგრა იბრძოლა. ყოჩაღ სანდრო ეგრე გააგრძელე და ჩემპიონობა მოვა!
ლევანი
25 ივლისი 2021 16:54
0
გუშინ 2 მედალი ამოგვაცალეს ჯიბიდან... გასკდა გული...
tngh
25 ივლისი 2021 17:13
2
ღირსეული ქართველი!
tttt
25 ივლისი 2021 15:20
0
ასეთ მაგაე ქართველ მებრძოლს ღმერთი უკეთესს მოქცემს, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ბრძოლოთ მოიპოვებ!!!!
სოსო
25 ივლისი 2021 21:27
0
ჯიგარი ხარ. ჩხვიმიანიც დაჩაგრეს. ეეხ, უსამართლობა სუფევს სრულიად მსოფლიოში. პატარა საქართველოს კი არა...100 მილიონიან არგენტინას ფეხბურთში, ორჯერ წაართვეს ოქრო...დიეგოსთან ერთად.
გივი-გია
25 ივლისი 2021 16:30
1
სანდრო ყველაფერი წინაა, ასეთი უსამართლობა ბევრი ხდება. მთავარია იბრძოლო და შემდეგში შენი ძალა დაამტკიცო. გფარავდეს უფალი.
გიზოგ
27 ივლისი 2021 07:16
0

სიახლეები პოპულარული