სხვა

ფარიკაობა

ბაზაძე: არაკომპეტენტური მსაჯებისთვის პასუხის გასაცემად ყველაფერს გავაკეთებ

AutoSharing Option
ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა შეაფასა.

"ოლიმპიადაზე გამოსვლა ჩემთვის სამწუხაროდ დამთავრდა. არა და ამ ოლიმპიური თამაშებისთვის მაქსიმალურად მომზადებული ვიყავი. შარშან შეჯიბრების გადადების მიუხედავად ვარჯიშს ჩვეულ რიტმში ვაგრძელებდი და გამოსვლის დღეს კარგ ფორმაში შევხვდი. ჩემი აზრით, ოქროს მედლის მოპოვება შემეძლო.

სამწუხაროდ, დაუფასებლობისა და არაკომპეტენტური მსაჯობის გამო ნახევარფინალში დავმარცხდი. თუმცა საკუთარ თავს წაგებულად არ მივიჩნევ, რადგან არასწორი გადაწყვეტილება იყო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა გავასაჩივრო და არაკომპეტენტურ მსაჯებს პასუხი გავცე.

გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, როცა შეგიძლია ოქროს მედალი მოიგო, თუმცა
ფარხმალის დაყრას არ ვაპირებ და მომავალ ოლიმპიადაზე საკუთარი თავის უმაღლეს პოზიციაზე წარმოჩენას ვეცდები.

წარმატებები მინდა ვუსურვო ქართველს სპორტსმენებს. ისინი საამაყო ხალხია და საკუთარი ქვეყნის მსოფლიო ასპარეზზე წარმოჩენას ცდილობენ. ძალიან მინდა სამშობლოში ბევრი მედლით დავბრუნდეთ,"- თქვა სანდრო ბაზაძემ.