"მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო... მიყვარხარ საქართველო..." - ბაზაძის ემოციური პოსტი

AutoSharing Option
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამართულ ფარიკაობის შეჯიბრებაში ქართველმა სანდრო ბაზაძემ მე-4 ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალურ დაპირისპირებას, სადაც სანდრო უნგრელ სილაგს დაუპირისპირდა, სკანდალური დასასრული მოჰყვა. საქმე იმაში გახლდათ, რომ 27-ე გათამაშებაში ქართველის მიერ მოპოვებული ქულა მოწინააღმდეგეს ჩაუთვალეს და შეხვედრის მოგებისთვის ერთით ნაკლები ნაბიჯი გადაადგმევინეს. ამაზე განრისხებული ბაზაძე მსაჯებს დიდი ხნის განმავლობაში ეკამათებოდა, თუმცა აღარაფერი შეიცვალა.

დღეს, 27 ივლისს, მოფარიკავემ საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავის უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდა:

"მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო... პირველ რიგში უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის !!!
თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა რო ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ !!! მე ვარ ქართველიი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ .... სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და თამამად ვიტყვი რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა და ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა ... მიყვარხარ საქართველო მიყვარხართ ქართველებო და დიდი მადლობა !!! I'll be back very soon !!!!" - წერს სანდრო.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 16 /
უსამართლობაზე ცუდი არაფერია, ნაძირლებს რა გამოლევს დედამიწაზე. თუმცა ამან არ გაგტეხოს სანდრო, მომავალი წინ გაქვს, შენ ჩემპიონად დაიბადე! ვამაყობთ შენით! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს!
გიო
31 ივლისი 2021 16:58
0
ხინჩეგაშვილს ლონდონში რომ დააკარგვინეს აშკარა ოქრო, იმის მერე აღარაფერი მიკვირს. იმ მსაჯს კი მისცეს დისკვალიფიკაცია, მაგრამ რა ხეირი. მწვრთნელი და ოლიმპიური კომისია უნდა იყოს ყოჩაღად და სპორტსმენს არ უნდა უწევდეს ჩხუბი.
nanka2002
29 ივლისი 2021 22:05
0
ფარ ხმალი არ დაყარო სანდრო, ყველგანაა უსინდისობა სპორტშიც დიდი დოზით სამწუხაროდ. ამან უფრო უნდა გაგაძლიეროს და ფსიქოლოგიურად მყარად დადგე. წარმოუდგენლად რთულია როცა ოლიმპიადაზე უსინდისო მსაჯი ყველაფერს წყალში ჩაგიყრის, მაგრამ აბა შენ იცი მომავალშ მეტოქე + მსაჯებსაც უნდა აჯობო.ჩვენთვის ჩემპიონი ხარ და სამაგალითო ბიჭი. წარმატებებიიი.
777
27 ივლისი 2021 12:45
1
ამაზე დელეგაციამ უნდა იზრუნოს საქართველოს რომ ჩაგრავენ ასე ვის ჩაგრავენ სანდროს გამძლეობა ძნელია უსამართლოდ რომ გექცევიან პროტესტი სპორცმენის გარდა დელეგაციამაც უნდა გამოთქვას რაუქნე დღეს ტატოსაც ხმას თუარ ამოიღებთ ვარეს გვიზამენ
ლადო
27 ივლისი 2021 12:06
1
ეგაა პატარა ქვეყნის სინდრომი, აშკარა მიკერძოება, ბაზაძე დაჩაგრეს და დღეს უნამუსობაზე მეტი მოხდა ტატო ძალით გამოაგდეს იპონი ვაზარად ჩაუთვალეს და თავისი ვაზარი იმას მისცეს პროსტა უნამუსობაც აღარ ქვია ამას, ჩხვიმიანზე არ ვამბობ აშკარად შეცდომა დაუშვა ობიექტური ვარ მაგაზე ((
ბურძგლა
27 ივლისი 2021 11:50
0
ამ კაცის ადგილას წარმოიდგინეთ უბრალოდ თავი. მთელი ცხოვრება უძღვნი ერთ საქმეს ოფლს ღვრი, გართობას ოჯახთან ყოფნას იკლებ წვალობ იმ ერთი ტურნირისთვის და ამდროს ვიღაცგადამთიელი მსაჯი აიესე უბრალოდ ყვეკაფერს წყალში გიყრის, პროსტა არუნდა რო მოიგო და ვსო მორჩა. ჩემითვალით ვუყურე და არავის ნალაპარაკებს არ ვიმეორებ. ეს ბიჭი გაწირეს წაგებისთვის.
ქართველი
27 ივლისი 2021 02:53
0
ყველა ხედავს რომ ვითომ თანასწორობა ბლეფია და კარგი მაგალითია იმისა რომ თუ ერთად არ დავდგებით და ჩვენ ქვეყანას არ დავაფასებთ გადაგივლიან თვალს არ დაახამხამებენ, ისე ფეხბურთში ზოგჯერ ვარიც არ შველის მაგრამ კიდევ რაღაცას ასე თუ ისე აჩერებს, იმ ქართველებს ვინც ვარის წინააღმდეგი იყვნენ ჩვენ კარში ირლანდიასთან დადებული პენალტი უნდა უტრიალო სადაც მსაჯმა არანაირი შეცდომა არ დაუშვა უბრალოდ უნდოდა რომ დაედო და დადო, ამ შემთხვევაში კი ბაძაძეს რაც შეეხება ეგეც დაიკიდეს არანაირი ვიდეო არ გაითვალისწინეს.
ნიკო
27 ივლისი 2021 01:20
0
უფრო კორექტულადაც შეიძლებოდა იგივე აზრის ჩამოყალიბება და უკმაყოფილების გამოთქმა. დიდი ჩემპიონი და დიდი სპორტსმენი რომ გახდე, პიროვნებაც დიდი უნდა იყო. დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს მწვერვალზე რომ ახვიდე.
უკეთესადაც შეიძლებოდა
26 ივლისი 2021 22:39
85
ხოდა კორექტულ და მოკრძალებულ ხალხს გადაუვლიან ხოლმე... ესაა ჩვენი სენი, ვერ ვთქვათ პირდაპირ სათქმელი, ვერ შევბედოთ უცხოელს. ასეთი უსინდისობის გამო ნებისმიერი წამყვანი ქვეყანა ამბავს ატეხდა... ვერც უბედავენ იმათ. ყოჩაღ ამ ბიჭს ზუსტადაც ასეთი პირდაპირობისთვის და გვეყოფა ქართველებს მუდამ თვითგვემა და თავის მოქაჩლება
ზურა
26 ივლისი 2021 22:53
1
აბა რას ამბობ?! როდის მერე გახდა სიმართლის თქმა არაკორექტული! უნამუსოს უწმაწური სიტყვა არ არის, გარკვეული ტიპის მოქმედების და ხასიათის ამსახველი სრულიად ლეგიტიმური სიტყვაა! ბაზაძე ყველაფერში ვაჟკაცია!
aburjga
26 ივლისი 2021 22:49
0
სანდრო ჩვენც გვიყვარხარ ქართველებს და შემდეგ ოლიმპიადაზე დავდებთ ოქროს! ❤️
Georgian
26 ივლისი 2021 22:24
0
ჩხუბის მერე მუშტების ქნევას თავი დაანებოს.
ბბ
26 ივლისი 2021 22:13
58
ვნახე ეს გამოსვლა და მრავალი სხვაც ნანახი მაქვს. 2019-შიც ვუყურე ევროპაზე დიუსელდორფში. იქაც ბუზღუნით აიკლო მსაჯები.
ბბ
27 ივლისი 2021 11:11
2
მაშინაც იქნია მუშტები და ბევრიც იდავა,მაგრამ გაფრთხილება მისცეს და მოხსნით დაემუქრნენ.ასე რომ ჩხუბს და ბრძოლას კი არ იწყებს,არამედ აგრძელებს.ნეტავი შესძლოს და თავისი სიმართლე გაიტანოს.ეტყობა ბრძოლა არ გინახია.
სოსო
27 ივლისი 2021 00:30
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული