FIE-ს მთავარ გვერდზე რეიტინგები ჯერ არ შეუცვლია, თუმცა General Rank-ში ყველა მონაცემი უკვე ასახულია და ტოკიოში მოპოვებული მე-4 ადგილის შემდეგ საქართველოს საუკეთესო მოფარიკავემ კარიერაში ყველაზე მაღალ, მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა.
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ბაზაძემ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა - მეოთხედფინალში კლასიფიკაციის ლიდერს, ო სან უკის (15:13) სძლია; ნახევარფინალურ დაპირისპირებაში არონ შილადთან კი დამარცხდა, მაგრამ არბიტრების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა: "ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს გავასაჩივრო და არაკომპეტენტურ მსაჯებს პასუხი გავცე" - განაცხადა ქართველმა სპორტსმენმა.
წყარო: საქართველოს
ბაზაძე: არაკომპეტენტური მსაჯებისთვის პასუხის გასაცემად ყველაფერს გავაკეთებ
ბაზაძე უმედლოდ დარჩა... მეორე დასანანი მარცხი ქართველისგან...