პირველი მედალი პარაოლიმპიადაზე - თიბილაშვილმა ვერცხლი მოიპოვა!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის პარაოლიმპიადის პირველი დღე ქართველმა სპორტსმენებმა ვერცხლის მედლით დაიწყეს.

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ფინალურ შეხვედრაში, ირმა ხეცურიანი კი - ბრინჯაოსთვის დაპირისპირებაში დამარცხდა. თიბილაშვილი პირველი ქალი პარაოლიმპიელით, რომელმაც მედალი მოიპოვა.

24 წლის თიბილაშვილმა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონია, ჯგუფურ ეტაპზე 2 შეხვედრაში გაიმარჯვა, ამის შემდეგ კი იტალიელ და ორ უკრაინელ მეტოქეს აჯობა და ფინალში ჩინელ  ბიან ჟინგთან დამარცხდა.

Sportall.Ge

35 წლის ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი წაგებით დაიწყო, შემდეგ კი ნახევარფინალში გასვლა შეძლო, სადაც ჩინელ შუმეი ტანთან, ბრინჯაოს მედლისთვის კი მის თანამემამულე შაო ტონგსთან დამარცხდა.

პარაოლიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიმართება, საქართველო კი 6 სახეობაში 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

altნინა თიბილაშვილი ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

სიახლეები პოპულარული