სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე მარცხისთვის რევანში აიღო და ევროპის ჩემპიონიც გახდა

AutoSharing Option
ანტალიაში მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.

28 წლის სანდრო ბაზაძემ ხმლით მოფარიკავეთა შორის ფინალში იტალიელ ლუკა კურატოლის 15:11 სძლია და ჩემპიონი გახდა.

გადამწყვეტ ბრძოლამდე ბაზაძემ უნგრელი არონ სილაგი დაამარცხა და ოლიმპიადაზე წაგებისთვის რევანში აიღო, შემდეგ გერმანელ მატიას საბოს, რუმინელ რაზვან ურსიჩს და ფრანგ ელიოტ ბიბის აჯობა.

სანდროს ევროპის პირველობაზე აქამდე სამი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული, ოქროს მედალს კი პირველად დაეუფლა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
გილოცავ სანდრო!
ძალიან გაგვახარე!
ზვიადი
18 ივნისი 2022 19:42
0
გილოცავ და გმადლობთ საქართველოს გახარებისათვის!!!
tngh
18 ივნისი 2022 14:04
0
რა რევანშზე ლაპარაკობთ?რევანში მაშინ არის,როცა დამარცხდები და შემდეგ შენ ამარცხებ.მაშინ კი,სანდროს უბრალოდ გამარჯვება მოპარეს.
ვულოცავ ჩემპიონობას და კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ.
სოსო
18 ივნისი 2022 10:32
2
აქამდე მეგონა.რომ გადამწკვეტ მატჩს ფინალი ერქვა.თუ ფინალში იტალიელს მოუგო,გადამწყვეტ მატჩში უნგრელს როგორ სძლია?)))))))))) გილოცავ სანდრო! წარმატებები მაგარო ბიჭო!
zaza
18 ივნისი 2022 09:44
2
გადამწყვეტ მატჩამდეო,ზაზა.
სოსო
18 ივნისი 2022 11:23
0
ეს კაცი თავისი შრომით და მიზანსწრაფულობით შევიდა უკვე ევროკავშირში. ასეთები ჭირდება ამ ქვეყანას.
თენგაბი
18 ივნისი 2022 09:01
2
გილოცავ სანდრო, მალე ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა მოგველოცოს.
მადლობა ყველაფრისთვის!!!
შალვა 73
18 ივნისი 2022 07:50
0
დიდი მიღწევა არის! გილოცავთ საქართველოს მოფარიკავეებს და გულშემატკივრებს ამ დიდ მიღწევას!
მამუკა
18 ივნისი 2022 01:27
1
გილოცავთ!!!....ღმერთმა მრავალჯერ გაგახაროს და ჩვენც გაგვახაროს სანდრო!!!...
ნიკო
18 ივნისი 2022 00:17
0
წარმატებები! :)
რატი
17 ივნისი 2022 23:44
0
…ყოჩაღ სანდრო!!! გილოცავ!!!
დათო
17 ივნისი 2022 22:50
0

სიახლეები პოპულარული