"სოხუმი საქართველოა" - ქართველი მრბოლელი "რალი სლივენის" მეორე დღის გამარჯვებულია

AutoSharing Option
"სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიის" გუნდი, რომელიც საქართველოს დროშით ასპარეზობს, "რალი სლივენის" (Rally Sliven) 37-ე სეზონის მეორე დღის გამარჯვებულია.

"სლივენ რალლი" არის "ფიას" ევროპის ჩემპიონატის ბალკანეთის ზონის რბოლები. ზონის გამარჯვებული ხუთეული მიემგზავრება პორტუგალიაში ფინალურ შეჯიბრზე, რომელიც 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.

"სტაიკოს რეისინგ ჯორჯიის" მრბოლელი დავით კვარაცხელია ცნობილი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დიდი ხანია ბულგარეთში მოღვაწეობს.

წარმოშობით სოხუმელი კვარაცხელია ყველა თავის გამარჯვებას სოხუმს და საქართველოს უძღვნის, მის მანქანას ყველა შეჯიბრზე "სოხუმი საქართველოა" წარწერა ამშვენებს.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ულა ("აბა რულა")-ს ქართველის გარდა ვერავინ გაიგებს, მაგრამ მ ა გ ა რ ი ა ! ყოჩაღ, დავით! წარმატებები და გამარჯვებები!
ქვემოთ მინაწერიც მაგარია!
13:45 05-09-2017
0
დავით, ჯიგარი ხარ და ღმერთმა სულ გამარჯვებული გაატაროს!
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული