სხვა

ფიგურული სრიალი

"სოხუმი საქართველოა" - ქართველი მრბოლელი "რალი სლივენის" მეორე დღის გამარჯვებულია

AutoSharing Option
"სტაიკოვ რეისინგ ჯორჯიის" გუნდი, რომელიც საქართველოს დროშით ასპარეზობს, "რალი სლივენის" (Rally Sliven) 37-ე სეზონის მეორე დღის გამარჯვებულია.

"სლივენ რალლი" არის "ფიას" ევროპის ჩემპიონატის ბალკანეთის ზონის რბოლები. ზონის გამარჯვებული ხუთეული მიემგზავრება პორტუგალიაში ფინალურ შეჯიბრზე, რომელიც 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.

"სტაიკოს რეისინგ ჯორჯიის" მრბოლელი დავით კვარაცხელია ცნობილი ქართველი სპორტსმენია, რომელიც დიდი ხანია ბულგარეთში მოღვაწეობს.

წარმოშობით სოხუმელი კვარაცხელია ყველა თავის გამარჯვებას სოხუმს და საქართველოს უძღვნის, მის მანქანას ყველა შეჯიბრზე "სოხუმი საქართველოა" წარწერა ამშვენებს.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით