სხვა

ფიგურული სრიალი

ფიგურული ციგურაობა: ირაკლი მაისურაძე იუნიორთა გრან პრიზე ჯერ მეოთხეა

AutoSharing Option
მინსკში მიმდინარე იუნიორთა გრან პრის ეტაპზე ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით გამოსვლისას შესანიშნავად იასპარეზა ქართველმა მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ.

ვაჟთა ერთეულთა თანრიგში მან 66,67 ქულა მიიღო და შეჯიბრების პირველი დღის შემდეგ მე-4 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ მინსკში მიმდინარე შეჯიბრება ახალ სეზონში მაისურაძისთვის პირველი სტარტია.

მოკლე პროგრამის შემდეგ პირველი ორი საფეხური რუს მოციგურავეებს, ალექსეი ეროხოვს და იგორ ეფიმჩუკს უკავიათ. მესამეზე ამერიკის წარმომადგენელი ანდრეი ტორგაშევია.

თავისუფალი პროგრამით მოციგურავეები ხვალ, 23 სექტემბერს გამოვლენ.
ასევე დაგაინტერესებთ