მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 24-ე ადგილზე დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს 17 თებერვალს Gangneung Ice Arena-ში ფიგურულ სრიალში ვაჟთა ოლიმპიური შეჯიბრება დასრულდა.

თავისუფალ პროგრამაში წარუმატებლად გამოვიდა 22 წლის ქართველი სპორტსმენი მორის ყვითელაშვილი. მან ზედიზედ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, ამიტომაც მხოლოდ 128.01 ქულა მიიღო, ორი გამოსვლის ჯამში კი 204.57 ქულა მოაგროვა და ფინალურ ჯგუფში ბოლო, 24-ე ადგილი დაიკავა.

ძალიან დაძაბულად წარიმართა ოლიმპიური თამაშების ფავორიტთა ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის. სოჭის 2014 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ, რომელიც ლიდერობდა მოკლე პროგრამის შემდეგ (111.68), თავისუფალი ვარჯიშიც ოსტატურად შეასრულა (206.17), ორჭიდში 317.85 ქულა აიღო და
ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს მედალს.

306.90 ჯამური ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჰანიუს თანამემამულე შომა უნო, ბრინჯაოს მედალი კი ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა მიიღო (305.24).

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველი წარუმატებლობის შემდეგ დაიშალა.შეიძლება რაიმე ტრავმაც აწუხებდა,მაგრამ უფრო ფსიქოლოგიური დატვირთვა ვერ აიტანა.არა უშავს.მომავალი წინ აქვს და ვფიქრობ,ბევრჯერ გაგვახარებს.ცუდი გამოცდილებაც გამოცდილებაა და მარცხი ჭკვიანს უფრო გააძლიერებს.
სოსო
23:36 17-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული