სხვა

ფიგურული სრიალი

მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველმა მორის ყვითელაშვილმა მეათე ადგილი დაიკავა.

ქართველმა მოციგურავემ მოკლა პროგრამაში მე-15 ადგილი აიღო, თავისუფალში კი - მე-7 და საბოლოო ჯამში ევროპის საუკეთესო 10-ეულში მოხვდა.

კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა, 23-ე ადგილს დასჯერდა. ირაკლი მაისურაძემ მოკლე პროგრამაში 24-ე ადგილი აიღო, თავისუფალში კი 22-ე და საბოლოოდ აღნიშნული შედეგი დააფიქსირა.

ჩემპიონი კი ესპანელი ხავიერ ფერნანდესი გახდა, რომელმაც აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა.

altმორის ყვითელაშვილმა მოსკოვში მიმდინარე გრან პრიზე მეორე ადგილი დაიკავა