სხვა

ფიგურული სრიალი

ალინა ურუშაძემ ზაგრებში ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გოგონათა შორის თავისუფალ პროგრამაში, 2019 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში დასრულდა.

თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობაში ჩართული 46 მონაწილიდან , მხოლოდ 24-მა იუნიორმა გოგონამ, მათ შორის ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ, მიიღო მონაწილეობა.

რუსეთის, კანადის, აშშ-ს, იაპონიის, კორეის, იტალიისა და უკრაინის ჩემპიონებთან ერთად ალინა ურუშაძემ საკმაოდ კონკურენტულად იასპარეზა ტურნირის ორივე პროგრამაში.

ზაგრებში გამართულ ჩემპიონატს განსაკუთრებულ მნიშვნელობა სძენდა ის ფაქტი , რომ სწორედ ამ ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ნაწილდებოდა პირველადი 12 ლიცენზია 2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2020 წლის
9-23 იანვარს ჩატარდება შევიცარიის ქალაქ ლოზანაში.

ქართველმა მოციგურავემ ორივე პროგრამაში საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და ჯამური 157,96 ქულით  2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

altელენე გედევანიშვილის ამერიკული ცხოვრება [VIDEO]

მომზადებულია საქართველოს ფიგურული სრიალის Facebook გვერდის მიხედვით.