ამერიკელი მოციგურავე ადამ შმიდტი თავის ყოფილ მწვრთნელ რიჩარდ კალაჰანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კალაჰანი მასზე 1999-2001 წლებში ძალადობდა, როცა ის 13-14 წლის იყო.
კალაჰანისთვის, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის მწრთნელიც ყოფილა, ეს პირველი ბრალდება არ არის. მოციგურავე კრეიგ მაურიციმ კალაჰანი ძალადობაში 1999 წელს დაადანაშაულა და თქვა, რომ მწვრთნელმა მასზე პირველად მაშინ იძალადა, როცა 13 წლის იყო. ხოლო ძალადობამ რეგულარული ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც მაურიცი 18 წლის გახდა და ასე გრძელდებოდა 22 წლამდე. მწვრთნელი მას შემდეგაც არაერთხელ შეეცადა კრეიგ მაურიცისთან
სექსუალური კავშირის დამყარებას.
ახლა კი, მას უკვე ადამ შმიდტი უჩივის, რომლის ადვოკატების განცხადებით, შმიდტი კლინიკაში გახდა მოსათავსებელი მას შემდეგ, რაც პირველად ისაუბრა ამ საკითხის შესახებ.
როგორც ირკვევა, მაურიცის შემთხვევაში კალაჰანს ხელი ამერიკის ფიგურული სრიალის ასოციაციამ დააფარა და სპორტსმენის გაჩუმება შეძლეს, ახლა კი საქმე სხვანაირადაა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ თავად კალაჰანი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია.
მომზადებულია cnn-ის მიხედვით