ალინა ურუშაძემ ლამაზი პროგრამით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მე-5 ადგილი დაიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტსმენებმა სამ დისციპლინაში იასპარეზეს.

ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავე წყვილთა შორის მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის დუეტს თავისუფალ პროგრამაშიც მე-11 მაჩვენებელი (68.45) აღმოაჩნდა და საბოლოო შედეგების გათვალისწინებითაც ჯამური 115.65 ქულით იგივე ადგილი ერგო.

სამთო მოთხილამურეთაგან გიგანტურ სლალომში სტარტზე გავიდა ნოდარ კოზანაშვილი, მაგრამ პირველი დაშვებისას ტრასა ვერ დაასრულა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღის ბოლოს, მოციგურავე გოგონათა შეჯიბრებაში ალინა ურუშაძემ ლამაზი თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა, ჯამში 179.50 ქულა დაუგროვდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი ერგო.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი გოგოა და წარმატებებს ვუსურვებ! ყოჩაღ ალინა, მალე ჩემპიონობა მოგველოცოს!
დავითი
17:54 14-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული