ისტორიული მედალი: მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ავსტრიულ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, კაცთა ერთეულთა თანრიგში შესანიშნავად იასპარეზა.

ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა დაიმსახურა, ჯამში კი, 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია.

ვაჟთა ერთეულებში ასევე იასპარეზა 19 წლის ირაკლი მაისურაძემ, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 140.34 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა. ჯამში კი, მაისურაძემ 214.47 ქულით ასპარეზობა მე-14 ადგილზე დაასრულა.

პირველ-მეორე
ადგილები ევროპის ჩემპიონატზე რუსებმა, დმიტრი ალიევმა და არტურ დანიელიანმა დაიკავეს.

გარდა ამისა, წყვილებში რიტმული ცეკვების პროგრამით იასპარეზეს მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ და 67.49 ქულა დაიმსახურეს, რითაც მე-12 ადგილი დაიკავეს, რაც კვალიფიკაციის დასაძლევად საკმარისია და ისინი 25 იანვარს კვლავ იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ალიევი უდმურტია და არა აზერი
))))
25 იანვარი 2020 18:54
0
აუცილებლად ასაშენებელია ერთი კოხტა თანამედროვე სტანდარტული დარბაზი თბილისში
კახა ქ.
24 იანვარი 2020 14:47
1
ქუთაისმა, ბათუმმა, ზუგიდმა.... რა დააშავეს? ქვეყანა უნდა. ავაშენოთ ,სანამ სულ არ დავკარგეთ სხვათა ფარული და ღია აგრესიითაც კი, ხელშეწყობით , მმართველთა ტვინებში ეგოიზმის აღმოფხვრის მცდელობით მამა პაპური მიწების გადასარჩენად მომავალ ჯანსაღი გენით ქართულ თაობებისთვის .უბრალო -უძლეველი ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის წვით ყოველ წამს და თავდადებით მათ სამსახურში ყოფნისას მათი, დროებით ხელისუფლების სათავეებში შემთხვევისა ნებიყ თავამოყოფით..
დიდი ბრიტანეთიდან
24 იანვარი 2020 16:21
1
უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდენო. რა გიხარიათ მეზობელ ოკუპანტ ქვეყანაში გამოწვრთნილი გოგო ბიჭების ერთეული გამარჯვენები ? ქართველებს შეუქმენით მშობლიურ ქვეყანაში პირობები რომ ვიმარჯვოთ ყველაცერში -თქვე უვარგისებო მთავრობიდან დაწყებულო სპორტის სამინისტროთი დამთავრებული. ერთი მოთხილამურე-მსროლელი არ გვყვავს- თოვლის მხრივ ზღაპრულ პირობების ქვეყანაში ფა ამგვარი უვარგისობის ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ყველა სპორტის სახეობაში რატომ უნდა მუშაობდენ თუთბერიძეები და მამიაშვილები...., თუკი ისინ ი ქართველობენ ,სხვაგან .მარტო რომ ყბედობთ და ხალხი ფეხებზე გგკიდიათ აი მთავარი მიზეზი უშედეგობისა... მშობლიურ ქვეყანაში
დიდი ბრიტანეთიდან
24 იანვარი 2020 14:39
10
1 ადგილი - ალიევი (აზერი)
2 ადგილი - დანიელიანი (სომეხი)
3 ადგილი - ყვითელაშვილი (ქართველი)

ცხვრის პარსვაში რომ გამართულიყო ევროპის ჩემპიონატი კიდევ ხო, მაგრამ ფიგურულ სრიალში კავკასიელთა ასეთი დომინაცია ??? ))))))))
korben dallas
24 იანვარი 2020 14:33
1
ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.მიულოცოთ ამ თავდადებულ ქართველს და მის ოჯახს და ვუსურვოთ წინსვლა.რთულია წლები იცხოვრო და ივარჯიშო მოსკოვში.რაც მთავარია მწვრთენილი მსოფლიოში აღიარებული ეთერი თუთბერიძეა,რომელიც უამრაბ ჩემპიონებს ზრდის.
გაიხარეთ
24 იანვარი 2020 11:57
0
ენაცვალეთ თქვენ! წარმატებები!
joi zaza
24 იანვარი 2020 11:42
0

სიახლეები პოპულარული