სხვა

ფიგურული სრიალი

ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ იაპონიაში, კერძოდ, ქალაქ საიმატაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მე-14 ადგილი დაიკავა.

როგორც მოგახსენეთ, 2 დღის წინ 20 წლის მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა დაიმსახურა და პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა, დღეს კი თავისუფალ პროგრამაში 119.52 ქულა მოიპოვა და საერთო ჯამში მე-14 პოზიციას დასჯერდა, შეჯიბრების გამარჯვებული 224.61 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო გახდა.

შეგახსენებთ, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიგო.

altანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

alt"ანასტასია გუბანოვა მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას არ

მიიღებს" - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის განცხადება
ასევე დაგაინტერესებთ