
ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს.
2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბოსტონში იმართება, გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა, ორი პროგრამის ჯამში 202.21 ქულა დააგროვეს, რითაც მონაწილე 23 სპორტულ წყვილს შორის მე-4 ადგილი დაიკავეს და 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვეს.
მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ეს პოზიცია, 1 ლიცენზიის
გარდა, მეორე სპორტული წყვილის არსებობის შემთხვევაში,უფლებას იძლევა, დამატებით საკვალიფიკაციო ტურნირზე კიდევ ერთი ლიცენზიის მოპოვებისა. გარდა ამ საგზურისა, ანასტასია და ლუკამ, გუნდურ რეიტინგს,რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მონაწილეობას ოლიმპიადის გუნდურ ასპარეზობაში, 875 ქულა შესძინა, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენი ნაკრების სხვა წევრებისათვის საერთო გუნდურ ჩათვლაში საკუთარი წვლილის შესატანად.
წყარო: Georgian Figure Skating Federation