სხვა

ფრენბურთი

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატს იწყებს

AutoSharing Option
22 სექტემბრიდან 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოსა და აზერბაიჯანში ქალ ფრენბურთელთა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი ერთობლივად ჩატარდება. თბილისში B ჯგუფის მატჩები გაიმართება, ბაქოსა და განჯაში კი A, C და D ჯგუფების თამაშები შედგება.

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს 22-24 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართავს - სადებიუტო შეხვედრა 22 სექტემბერს იტალიის ეროვნულ გუნდთან ელის. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. 23 სექტემბერს, ასევე 17:00 საათზე გაიმართება საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების მატჩი, 24 სექტემბერს კი საქართველო ბელორუსთან ითამაშებს.

თითოეული ჯგუფიდან შემდეგ
ეტაპზე 3-3 გუნდი გავა, რის შემდეგაც ბაქოში 26 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე გაიმართება პლეი-ოფები და ფინალური მატჩები.

თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩები "Chek in Georgia"-ს პროექტის ფარგლებში ტარდება.

ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფი
თბილისი, ოლიმპიური სასახლე

22 სექტემბერი
17:00 საქართველო - იტალია
20:00 ბელორუსი - ხორვატია

23 სექტემბერი
17:00 საქართველო - ხორვატია
20:00 იტალია - ბელორუსი

24 სექტემბერი
17:00 საქართველო - ბელორუსი
20:00 ხორვატია - იტალია.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით