სხვა

ფრენბურთი

საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრი გოგა მანჯავიძე გარდაიცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრების წევრი გოგა მანჯავიძე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"სამწუხაროდ, კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დატოვა დღეს ფრენბურთის ოჯახი. გოგა მანჯავიძე, საქართველოს ვაჟთა ნაკრების მოთამაშე.

საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გოგას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და მეგობრებს".