სხვა

ჰოკეი

მსოფლიოს ჩემპიონატი. III დივიზიონი: საქართველოს ნაკრებმა ჰონგ-კონგიც არ დაინდო

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა თურქეთისა და ბულგარეთის დამარცხების შემდეგ ჰონგ-კონგი გააბითურა (11:1).

ჩვენი გუნდიდან 5 შაიბა ალექსანდრე ჟუჟუნაშვილმა გაიტანა, 4 ოლივერ ობოლგოგიანმა, თითო-თითო ივან შვეცოვმა და მიხაილ შალუნოვმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ არტიომ კურბატოვი დაასახელეს.

საქართველოს ნაკრები 9 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ხვალ მასპინძელთა გუნდს, სამხრეთ აფრიკას ხვდება.

ჯგუფში გამარჯვებული ავტომატურად გადადის მე-2 დივიზიონში და საქართველოს ნაკრებს ამის რეალური შანსი აქვს.