სხვა

ჰოკეი

საქართველოს ჰოკეის ნაკრები ისრაელთან დამარცხდა, მაგრამ ტურნირზე ამოცანა შეასრულა

AutoSharing Option
27 აპრილს, საქართველოს ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში უკანასკნელ მატჩში ისრაელთან 3:7 დამარცხდა, თუმცა მე-4 ადგილზე გავიდა და ამ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მექსიკის ქალაქ სანტა ფეში ჩატარებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მექსიკას (3:2) და ისლანდიას (6:3) მოუგო, ხოლო ჩრდილოეთ კორეასთან (4:9), ახალ ზელანდიასთან (2:6) და ისრაელთან წააგო.

ჯგუფში პირველ ადგილზე ისრაელი გავიდა, რომელმაც ხუთივე შეხვედრაში იმარჯვა და A დივიოზიონში გადავიდა, ქვედა ლიგაში კი ჩრდილოეთ კორეა დაქვეითდა.