საქართველოს ჩემპიონატს ტაეკვონდოში kukkiwon-ის სადემონსტრაციო გუნდი ესტუმრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgiantaekwondo

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ტაეკვონდოში, საქართველოს kukkiwon-ის სადემონსტრაციო გუნდი ესტუმრა.

სტუმრებმა წარმოუდგენელი სანახაობა აჩვენეს მაყურებელს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენას 1000-მდე ადამიანი დაესწრო და ყველა აღნიშნავდა სტუმრების საოცარ გამოსვლას.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისათვის.

სადემონსტრაციო გუნდის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ტაეკვონდოს განვითარებისათვის და მათი ხილვა ხელს შეუწყობს ტაეკვონდოს პოპულარიზაციას.

საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოში kukkiwon-ის ინსტრუქტორს, დუხვი ლის გაწეული დახმარებისთვის.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული