სხვა

ხელბურთი

რუსები ისევ ჩავარდნენ დოპინგზე

AutoSharing Option
სამი რუსი ქალი ხელბურთელი დოპინგზე ჩავარდა. სპორტსმენთა გვარებს ჯერ არ ასახელებენ.

სამივე ხელბურთელი მონაწილეობდა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატში 19-წლამდე მოთამაშეებს შორის. მათი დოპინგ-სინჯების შედეგები დადებითი აღმოჩნდა, - წერია ევროპის ხელბურთის ფედერაციის ვებგვერდზე.

სპორტსმენების გვარები უცნობია. გაირკვა, რომ ერთ-ერთმა ხელბურთელმა დადებითი სინჯი ჯგუფური ეტაპის დროს მისცა, დანარჩენმა ორმა - პლეი ოფის დროს.

ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა დოკუმენტი ევროპის ხელბურთის ფედერაციას გადაეცა.

რუსეთის ნაკრებმა აგვისტოში, ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა და საფრანგეთთან წააგო - 26:31.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"