სხვა

ხელბურთი

ხელბურთი. ქალები: საქართველოს ჩემპიონი "ყვარელი" გახდა

AutoSharing Option
სპორტკომპლექს "არენაში" ხელბურთში უმცროსი ასაკის გოგონებს შორის საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა.

გადამწყვეტ მატჩში "ყვარელმა" 12:8 დაამარცხა "სამტრედია", მესამე ადგილისთვის კი გადამწყვეტი გამოდგა "მამულისა" და "BSB ბათუმის" მატჩი, რომელიც თბილისელებმა 14:11 მოიგეს.

საჩემპიონო მატჩამდე ორივე გუნდი 11-11 მოგებით მივიდა, ეს თამაში კი დამაჯერებლად მოიგო ყვარლის გუნდმა (მწვ. ზ. ხარებაშვილი, გ. ღონიაშვილი), რომლისთვისაც საქართველოს ჩემპიონის ტიტული უცხო არაა - "ყვარელმა" მოიგო გოგონათა პირველობა 2016 წელს და ქალთა ეროვნული ჩემპიონატი 2017 წელს.

მეორე ადგილზე გავიდა "სამტრედია" (ა. ხონელიძე, გ. ხელისუფალი). ამ კლუბის გოგონათა გუნდმა
არსებობის მესამე წელს პირველად მოიპოვა საპრიზო ადგილი, რაც უდავო წარმატებაა.

მესამე იყო თბილისური ქალთა ხელბურთის ტრადიციული კერა, კლუბი "მამული" (ჯ. კასიანი), ხოლო ბათუმის სახელბურთო კლუბის, "შავის ზღვის ბიჭების" გოგონათა გუნდისთვის (ვ. კაკულია) მეოთხე ადგილი ჯერჯერობით საუკეთესო მიღწევაა.

ჩემპიონატში სულ 13 გუნდი მონაწილეობდა, რაც გოგონათა ჩემპიონატების რეკორდია. გამოჩნდნენ ახალი გუნდებიც, მათ შორის კი გამოსარჩევია "ტყიბული" (მწვ. რ. მდივანი, თ. გვენეტაძე). გუნდი ამ სეზონის დასაწყისში შეიკრიბა, 7 მატჩის მოგება მოახერხა, მეექვსე ადგილი დაიკავა და, რაც მთავარია, რამდენიმე პერპექტიული მოთამაშეც ჰყავს.

მომდევნო სეზონში 2004-05 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატი უფრო ინტენსიურად გაიმართება. შედგება საქართველოს ნაკრებიც, რომელიც 2020 წლის ივლისში შვედეთში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19
გოგონები, 15 წლამდე. დასკვნითი ტური, 13-16 აპრილი, არენა 2
16 აპრილი
მამული-ბათუმი 14:11
მამ: გორჯოლაძე - ველიჯანაშვილი 6, ქობულია 4, ე. ბერიკაშვილი 3,
მურჯიკნელი 1, ჩუხატურიანი, ქარცივაძე, ა. ბერიკაშვილი, ბერიძე - მწვ.
კასიანი
ბათ: ცინცაძე - აბაშიძე 6, მჟავანაძე 5, ჭურკვეიძე, ლორია, დიასამიძე,
კაკიაშვილი, ტაკიძე - მწვ. კაკულია

ტყიბული-ყვარელი 8:16
მამული-სამტრედია 7:12
ბათუმი-ქარიშხალა 12:11
პეგასი-ტყიბული 12:8

ყვარელი-სამტრედია 12:7
ყვ: ამონაშვილი - აფციაური 3, სურამლიშვილი 3, თავღორიშვილი 2, იოსებაშვილი
2, სმოიანი 1, ტეტოშვილი 1, ოსიაშვილი, ქოჩორაშვილი, ვარადაშვილი,
კობახიძე, სეფაშვილი, მამისაშვილი, ჩიხიაშვილი - მწვ. ხარებაშვილი, გ.
ღონიაშვილი
სამ: ბელთაძე - ცირეკიძე 3, ჩალიშკანი 2, ჩხაიძე 1, ბურკაძე 1, ხუჭუა,
მაჩიტიძე, დუნდუა, ნადირაძე - მწვ. ხონელიძე, ხელისუფალი
მსაჯები: ნ. კევლიშვილი, თ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი, ა. ჩხაიძე, თ.
ქიტესაშვილი


ად. გუნდი
1 ყვარელი 12 12 0 0 168-58 24
2
სამტრედია 12 11 0 1 131-70 22
4 მამული 12 10 0 2 141-78 20
5 ბათუმი 12 9 0 3 116-78 18
6 პეგასი 12 7 0 5 139-103 14
7 ტყიბული 12 7 0 5 99-85 14
8 ქარიშხალა 12 6 0 6 102-99 12
9 ფოთი 12 6 0 6 86-76 12
10 გორი 12 3 0 9 67-130 6
11 აჭარა 12 3 0 9 63-104 6
12 წყალტუბო 12 2 0 10 34-82 4
13 თელავი 12 2 0 10 67-159 4
14 ახაშენი 12 0 0 12 5-96 0
ტეგები: