საქართველოს ნაკრების მეტოქეები ერთა ჩემპიონატზე ცნობილია

AutoSharing Option
ბაზელში, IHF ოფისში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა და ნიგერია ეყოლება.

ტურნირი 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

A ჯგუფში მოხვდნენ ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი. ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ.

ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს
ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეი-ოფის საგზურს.

IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება. წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში
და 2017 წელს ბულგარეთში, ფარერის კუნძულების ნაკრებმა მოიგო.

ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი/ევრო 2022 შესარჩევი
8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი
B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია

ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.

8 ივნისი: საქართველო-ნიგერია
9 ივნისი: საქართველო-აშშ
10 ივნისი: საქართველო-ირლანდია
12 ივნისი: საქართველო-მალტა
13 ივნისი: საქართველო-ბულგარეთი

1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის 2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას.
ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი

საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის,
პლეი-ოფის საგზურს. პლეი-ოფი 2020 წლის აპრილში გაიმართება. გამარჯვებულები მთავარ შესარჩევ რაუნდში გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული